წესდება
წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის)
მუხლი 1
ზოგადი დებულებები
1.1. „ხობის
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
1.2. სუბიექტი
წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. საზოგადოების ქართულ ენოვანი სახელწოდებაა: „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
განვითარების ჯგუფი“.
1.3.1 საზოგადოების ლათინური სახელწოდება არის „Khobi Municipaliti
Local Action Group”, ხოლო შემოკლებული ლათინური სახელწოდება – “Khobi Municipaliti LAG”.